ლეგის ეს ფილა ნებისმიერ დატვირთვას უძლებს!

ლეგის ეს ფილა ნებისმიერ დატვირთვას უძლებს!

10 სმ სისქის ფილა “უნი კოლოკი” განკუთვნილია ინდუსტრიული ობიექტებისთვის , ტერმინალებისთვის საბაჟო გამშვები პუნქტებისთვის და ისეთი ობიექტებისთვის სადაც სისტემური მძიმე დატვირთვაა.

წლების წინ, როცა პირველი სამრეწველო ობიექტი მოვაპირკეთეთ ფილა უნი კოლოკით, ეს გადაწყვეტილება დიდი განხილვის საკითხი გახდა რამდენად ადეკვატური იყო საწარმოს ეზო, სადაც მძიმე ტრანსპორტი ინტენსიურად ივლიდა ფილით მოპირკეთებულიყო … შემდგომ იყო ფოთის ტერმინალი, სოხმეთის საბაჟო გამშვები პუნქტი და სხვა ობიექტები, სადაც უნი კოლოკი დავაგეთ! წლებმა გვაჩვენა, რომ დაინტერესებული მომხარებლების ღელვა ამაო იყო ფილამ გაუძლო ისეთ მძიმე და სისტემურ დატვირთვას როგორიც ტერმინალებშია. დღეს კი წლების წინ დაგებული უნი კოლოკი გამოიყურება ისე როგორც დაგებისას გამოიყურებოდა.

ამ ფილის მახასიათებლებს ხშირად გვეკითხებიან მომხმარებლები. ზოგადად ფილის მახასიათებლები განისაზღვრება დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად ამდენად კონკრეტული მახასიათებლები არ არის. ზოგადად ბ-35 მარკის ფილის მახასიათებლები კი შემდეგია:
 ბეტონის სიმტკიცე შეკუმშვისას არანაკლებ – 42 მპა.(გაძლიერებული (B-35) 10 სმ ფილა);
• ბეტონის წყალშთანთქმა-არაუმეტეს 6%
• ბეტონის ცვეთამედეგობა უნდა იყოს 17,2<20 მმ კლასი 4;
• მასალის ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს ГОСТ 17608-91-ის ან ევროსტანდარტის EN 1338-2007 მოთხოვნებს.

10 სმ სისქის ფილა უნიკოლოკზე ფაქტიურად ნებისმიერი სიმძიმისა და დატვირთვის გატარებაა შესაძლებელი. სწორედ ამიტომ ტერმინალები და ინდუსტრიული ობიექტები ექსტერიერის მოპირკეთების დროს, არჩევანს აკეთებენ ამ ფილაზე.

ინდუსტრიული ობიექტის მოპირკეთების დროს მომხმარებელი ყურადღებას აქცევს პირველ რიგში გამძლეობას, შემდეგ ეკონომიურობას , ვიზუალურ მხარეს და ეკოლოგიურობას.  სწორედ ფილაა ის პროდუქტი რომელიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილს აკმაყოფილებს.

როგორც ლანდშაპტის დიზაინერები ამბობენ, ექსტერიერიერის მოპირკეთებისას ფილა ქმნის შესაძლებლობას მოვაპირკეთოთ, როგორც ხარისხიანად, ასევე ლამაზად და ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემო მივიღოთ.