კომპანია ლეგი – ბეტონის ნაკეთობების საწარმო

შპს “ლეგი” წამყვანი ბეტონის ნაკეთობების კომპანიაა საქართველოში, რომლის პირველი საწარმო 2011 წელს ქობულეთში გაიხსნა . კომპანია ვიბროდაწნეხილ ფილებს, საბორტე ქვებსა და სამშენებლო ბლოკებს აწარმოებს. ლეგის საწარმო აღჭურვილია უახლესი გერმანული ტექნოლოგიებით და დაკომპლექტებულია კვალიფიციური კადრებით. ჩვენი ექსპერტთა გუნდი მუდმივად ზრუნავს ,რომ შეარჩიოს საუკეთესო ხარისხის ნედლეული, კონტროლდება პროდუქციის დამზადების პროცესი , რათა მომხამრებელს შევთავაზოთ ევროპული სტანდარტების მქონე ბეტონის ნაკეთობები. იქმნება პროდუქტი, რომელიც არის: ეკოლოგიურად უსაფრთხო , ასევე ყინვამედეგობის, წყალშთანთქვის, მდგრადობისა და ცვეთადობის მოთხოვნების შესაბამისი.აღნიშნულიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ , რომ ჩვენ კონკურენტები არ გვყავს …
2019 წელს, ლეგის კიდევ ერთი უახლესი ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო გაიხსნა თბილისში. ეს საწარმო გვაძლევს შესაძლებლობას შევქმნათ „colormix „ რომლის ანალოგის წარმოება საქართველოში სხვა საწარმოებს არ შეუძლიათ. colormix – ეს არის ტექნოლოგია, როდესაც ხდება ორი და მეტი ფერის ნარევით ფილის ზედაპირის შექმნა. ლეგის პროდუქციით მოპირკეთებულია ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები როგორიცაა: ბათუმის ბულვარი , ბოტანიკური ბაღი , ფოთისა და ბათუმის ტერმინალი, სომხეთის საბაჟო გამშვები პუნქტი და სხვა უამრავი ობიექტი. ჩვენმა კომპანიამ ცნობადობა მოპირკეთებული ობიექტების ხარისხით , გამძლეობით და პროდუქციის მრავალფეროვნებით მოიპოვა. ლეგის განვითარების კიდევ უფრო რეალისტური პროგნოზი აქვს , რადგან ვქმნით ეკოლოგიურად უსაფრთხო ევროსტანდარტების შესაბამის პროდუქციას. ლეგი არის გამჭვირვალე და თითოეულ მომხმარებლის ინტერესზე ორიენტირებული. ეფექტური კომუნიკაცია, სერვისი და პროდუქციის ხარისხი, არის ის მახასიათებლები, რისი მეშვეობითაც კომპანიამ ქართული ბაზრის ლიდერად დაიმკვიდრა თავი.