ლეგის ფილები ხობის ცენტრალურ მოედანზე

     ხობში, 2300 კვადრატული მეტრის ფართობზე დაიგო კომპანია ლეგის ფილა, რომელიც დამზადებულია უახლესი მეთოდებითა და მანქანა-დანადგარებით. ფილა არის ე.წ ქოლორმიქსის ტექნოლოგიით დამზადებული. ეს ნიშნავს, რომ მისი ზედაპირი ორი და მეტი ფერის ნარევით იქმნება. პროდუქტი მსგავსი მეთოდით, საქართველოში მხოლოდ ლეგის ქარხანაში იწარმოება. დამზადების აღნიშნული ტექნოლოგია შესაძლებლობას გვაძლევს მომხმარებლის სასურველი ფერების ნაზავი შევთავაზოთ. რაც მთავარია, ეს ორიგინალური და თანამედროვე მოდელი ეკოლოგიურად სუფთაა და აქვს ექსპულატაციის ხანგრძლივი ვადა.