სიახლე ლეგიში, პერლიტის პემზის და წიდა ბლოკები

2019 წლიდან ჩვენმა კომპანიამ: პერლიტის, პემზისა და წიდა ბლოკის წარმოება დაიწყო.

ლეგის ერთ-ერთი ძირითადი უპირატესობა უმაღლესი ხარისხის სამშენებლო ბლოკების წარმოებაა. კომპანია თითოეულ პროდუქციას უახლესი გერმანული ტექნოლოგიებით აწარმოებს . გერმანული მანქანა დანადგარები გვაძლევს შესაძლებლობას შევქმნათ ევროსტანდარტების შესაბამისი ეკოლოგიურად უსაფრთხო, ენერგოეფექტური პროდუქტი.

ლეგის ბლოკის მაღალი ტექნიკური მაჩვენებლები ზრდის შენობების ექსპლუატაციის ვადას, ქმნის კომფორტულ გარემოს და ამცირებს ექსპლუატაციურ ხარჯებს. დღეს ლეგის სამშენებლო ბლოკებს წამყვანი სამშენებლო კომპანიები იყენებენ.

კუსტარულად დამზადებულ ჩვეულებრივ სამშენებლო ბლოკისგან განსხვავებით ლეგის ბლოკი, შემოწმებას გადის რეგულარულად ჩვენს უახლოესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლაბორატორიაში , ასევე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში .