დაიწყო ფოთის ცენტრალური პარკის მოპირკეთება !

სულ მალე ლეგის ფილები ფოთის ცენტრალურ პარკს გაალამაზებს.
ობიექტის მოსაპირკეთებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. ფილა განთავსდება 13 000 კვადრატულ მეტრზე.  ტერიტორიაზე დაგეგმილია ორი მოდელის ფილის ; მოდერნისა და ძველი ქალაქის დაგება.  პარკში ასევე გამოყენებულია კომპანია ლეგის დეკორატიული ბორდიური, რომელიც ძალიან ლამაზია და აქვს  პრაქტიკული ფორმა.
  სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს „ჯორჯიან სთოუნი“. პროექტის ჩაბარების თარიღი 2021 წლის მარტია, თუმცა კომპანიის დირექტორმა, ბადრი რომანაძემ, აღნიშნა, რომ ფოთის ცენტრალური პარკის მოპირკეთება  ვადაზე ადრე დასრულდება.