გაზიარება
+995 322 05 18 88
sale@legi.ge
colormix

ლეგის ერთ-ერთი ძირითადი უპირატესობა უახლესი გერმანული მანქანა დანადგარების ფლობაა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას შევქმნათ თანამედროვე და მრავალფეროვანი პროდუქცია. უახლესი ტექნოლოგია გვაძლევს საშუალებას შევქმნათ ახალი პროდუქტი colormix.

colormix – ეს არის ტროტუარის ფილა, რომლის წარმოება ორმაგი ვიბროდაწნეხვის მეთოდით ხდება. მსგავსი წარმოება ფილას საუკეთესო ტექნოლოგიურ მაჩვენებლებს სძენს, კერძოდ კი; ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა , დიდი დატვირთვის გამძლეობა, ეკოლოგიურად უსაფრთხო, ყინვამედეგი ასევე წყალშთანთქვის მდგრადობისა და ცვეთადობის მოთხოვნის შესაბამისობა.

modern

ფილა იდეალურია ჩვენი კლიმატური პირობებისთვის, უძლებს სიცხესა და დაბალ ტემპერატურას. ასევე კოლორ მიქსის უპირატესობაა იდეალურად სწორი ზედაპი, რის გამოც პროდუქცია გამოსადეგია მაღაზიების, სავაჭრო ცენტრებისა და სუპერმარკეტების ტერიტორიის კეთილმოსაწყობად, რადგან საპროდუქტო ეტლის გორგოლაჭებით, მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლით თუ ველოსიპედით ერთნაირად მარტივი და კომფორტულია გადაადგილება.

colormix – ეს არის ტექნოლოგია, როდესაც ხდება ორი და მეტი ფერის ნარევით ფილის ზედაპირის შექმნა. საქართველოში (colormix) წარმოება მხოლოდ ლეგის ქარხანაში მიმდინარეობს. ამ ფილის ზედაპირი სხვა ფერადი ფილებისგან განსხვავებით მზადდება სხვადასხვა ფერების ნარევით, რაც ფილას ბუნებრივ იერს სძენს. ასევე ეს ტექნოლოგია გვაძლევს შესაძლებლობას მომხმარებლის სასურველი ფერების მიქსით შევქმნათ ფილის ზედაპირი. ამ ტექნოლოგიის შედეგად იქმნება სხვადასხვა ფერთა ბუნებრივი ნაზავი.

სხვადასხვა ფერთა გამის ფილა, ლანდშაფტის დიზაინერებს აძლევს შესაძლებლობას ფანტაზია აქციონ რეალობად და შექმნან სასურველი ექსტერიერი ისეთ ობიექტებზე, როგორებიცა: კერძო სახლები; აგარაკები; პარკები; სავაჭრო ცენრის ტერიოტირია; ქალაქის ქუჩები და ტროტუარბი.

ფილა კოლორ მიქსს ირჩევენ უნივერსალურობის, ხანგძლივი ექსპლუატაციის ვადისა და ორიგინალური დიზაინის შემქნის გამო. სწორედ ამიტომ არ არის გასარკვირი, რომ ეს ახალი ტექნოლოგია უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელს ევროპაში.     დღეს უკვე ზემოთ ხსენებული მახასიათებლების გამო ქოლორ მიქსს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში პირველი ადგილი უკავია საუკეთესო მოსაპირკეთებელ პროდუქციათა შორის.