LEGI - ფილის მოვლა
გაზიარება
0 (322) 05 18 88
sale@legi.ge
ფილის მოვლა

ფილის მოვლის ინსტრუქცია

ფერი

ლეგი აწარმოებს მაღალი ხარისხის ბეტონის პროდუქციას. მიუხედავად ამისა, ნებისმიერ ბეტონის პროდუქციაში გარდაუვალია ფერში უმნიშვნელო გადახრა . ჩვენ მივმართავთ ყველა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ ფერთა გამა, თუმცა მცირედი გადახრები მაინც არის მოსალოდნელი. აქედან გამომდინარე, როცა აგებთ ფილას გირჩევთ, რომ გამოიყენოთ ის, მინიმუმ 4 შეფუთვიდან. იმისთვის რომ შევძლოთ ფერის სხვაობის მინიმუმამდე დაყვანა გირჩევთ შეუკვეთოთ სასურველი პროდუქციის მთლიანი რაოდენობა, რათა ჩვენ შევძლოთ მისი წარმოება ერთობლივად,  განსაკუთრებით თუ გეგმავთ დიდი შეკვეთის განხორციელებას. ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ ახალი პროდუქციის ფერი გარდაუვლად  განსხვავებული იქნება ძველისგან, ამინდის პირობების ზემოქმედების გამო.

მარილი

მარილი- ეს არის თეთრი კრისტალური ნალექი, რომელიც ბუნებრივად ჩნდება ბეტონის ზედაპირზე. ლეგიში ვიყენებთ მოწინავე ტექნოლოგიებს რათა მნიშვნელოვნად შევზღუდოთ მარილების გამოჩენა. მიუხედავად ამისა, თუ (მარილი) მაინც გამოჩნდა პროდუქციის ფერი შეიძლება  დროებით შეიცვალოს. უმრავლეს შემთხვევაში მარილი ჩაირეცხება წვიმის ზემოქმედებით. ლეგი არ ცვლის მარილიან პროდუქციას.

ზედაპირის მოვლა.

პროდუქციის ზოგადი იერსახის იდეალურ მდგომარეობაში შენარჩუნებისთვის, აუცილებელია რეგულარული მოვლა და წმენდა.

პირველი წმენდა. როცა პირველად დაიგება საგზაო საფარი, აცალეთ მას „ჩაჯდეს“ რამდენიმე კვირა. ამის შემდეგ შეგიძლიათ გადაავლოთ წყალი, რათა მოაცილოთ ზედმეტი ქვიშა და ჭუჭყი. ასევე გირჩევთ დაამუშაოთ ზედაპირი ჰერბეციტით 2-3ჯერ წელიწადში.

საერთო წმენდა. ფილის ზედაპირი მოითხოვს რეგულარულ წმენდას. ზოგადი წმენდისთვის ჭუჭყისა და ბალახის მოსაცილებლად გირჩევთ გამოიყენოთ ჯაგრისი და დიდი რაოდენობით დეტერენტული ხსნარი (მწმენდავი სითხე), შემდეგ გადარეცხოთ სუფთა წყლით. ზოგადი წმენდისთვის საკმარისია წყლის ჩვეულებრივი ნაკადი. არ არის რეკომენდირებული მაღალი წნევის წყლის ნაკადით ფილის გადაწმენდა. რეკომენდირებულია  დაგებული ფილის ზედაპირის  რეგულარული მოვლა. ამიტომ კომპანია ლეგი მოგიწოდებთ, რომ ჩაატაროთ ფილის წმენდა 2-3ჯერ წელიწადში.