გაზიარება
0 (322) 05 18 88
sale@legi.ge

ბულვარში  შპს “ლეგის”   წარმოებული პროდუქცია დაიგება .

ბათუმს ექნება თანამედროვე სტილში მოპირკეთებული საფეხმავლო ბილიკი. სამუშაოები ჩატარდება: არდაგანის ტბიდან აკვაპარკამდე და კობალაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე.

კეთილმოწყობის სამუშაოები 21 თებერვალს დაიწყო და   სსიპ “ბათუმის ბულვარსა”    და „ჯორჯიან სტოუნს“ შორის არსებული  ხელშეკრულების თანახმად 105 სამუშაო დღეში   დასრულდება .

როგორც , “ჯორჯიან სტოუნის”  დირექტორი ბადრი რომანაძე აცხადებს,  ძველი ამორტიზებული ფილები თანამედროვე დიზაინის ფილებით შეიცვლება.   ამ ეტაპზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც სტანდარტების დაცვით მომზადდება ნიადაგი და დაიგება ფილები.